სმენიო

კონფიდენციალურობის პოლიტიკა

რა მონაცემებს აგროვებს სმენიო, რისთვის იყენებს და როგორ შეგიძლიათ მათი მართვა.

ვინ ვართ

სმენიო ქართული აუდიოწიგნების აპი და საიტია (app.smen.io). თქვენს მონაცემებს ამუშავებს Geosoft LLC. კონფიდენციალურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი კითხვით მოგვწერეთ: privacy@smen.io.

რას ვაგროვებთ

სმენიოს მოსასმენად რეგისტრაცია არ გჭირდებათ: აპი პირველივე გახსნისას ანონიმურ ანგარიშს ქმნის, რომ პროგრესი არ დაიკარგოს. ვაგროვებთ მხოლოდ იმას, რაც აპის მუშაობას სჭირდება:

რას არ ვაგროვებთ

ჩვენ არ ვაგროვებთ:

რეკლამას არ ვაჩვენებთ, თქვენს მოქმედებებს სხვა აპებსა და საიტებზე არ ვადევნებთ თვალს და მონაცემებს არავის ვყიდით.

რისთვის ვიყენებთ და რის საფუძველზე

ვის უზიარებს სმენიო მონაცემებს

მონაცემებს მხოლოდ იმ კომპანიებს ვანდობთ, რომლებიც ჩვენი დავალებით და ჩვენთან ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობენ:

ზოგი მათგანი მონაცემებს საქართველოს და ევროკავშირის ფარგლებს გარეთ, მაგალითად, აშშ-ში ამუშავებს. ასეთ შემთხვევაში ვეყრდნობით სტანდარტულ სახელშეკრულებო პირობებს ან სხვა კანონიერ მექანიზმს. მონაცემებს გავცემთ მხოლოდ მაშინ, როცა ამას კანონი მოითხოვს.

რამდენ ხანს ვინახავთ

თქვენი უფლებები

შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენი მონაცემების ნახვა, ასლი, გასწორება ან წაშლა, შეზღუდოთ მათი დამუშავება ან გააპროტესტოთ ის, ნებისმიერ დროს გაიხმოთ თანხმობა. ამის უმეტესობა აპშივე შეგიძლიათ:

დანარჩენ შემთხვევაში მოგვწერეთ privacy@smen.io. 30 დღეში გიპასუხებთ. თუ ფიქრობთ, რომ თქვენს მონაცემებს არასწორად ვამუშავებთ, შეგიძლიათ მიმართოთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს (pdps.ge) ან თქვენი ქვეყნის მონაცემთა დაცვის ორგანოს.

ბავშვები

ანგარიშს ზრდასრული ქმნის. ბავშვს მშობელი თავის ანგარიშში საბავშვო პროფილს უხსნის. საბავშვო პროფილში მხოლოდ საოჯახო წიგნები ჩანს, სოციალური ფუნქციები და შეძენები გამორთულია, ამას კი სერვერი აკონტროლებს. ბავშვის პროფილის მონაცემებს მხოლოდ აპის მუშაობისთვის ვიყენებთ.

ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ხმები

სმენიოს წიგნებს ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ხმები კითხულობს და ამას წიგნისა და მთხრობელის გვერდებზე ყოველთვის ვუთითებთ. თქვენს ხმას არც ვიწერთ და არც ვიყენებთ.

უსაფრთხოება

მონაცემები დაშიფრული კავშირით გადაიცემა და შენახვისასაც დაშიფრულია. თანამშრომლებს მათზე წვდომა მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში აქვთ. გადმოწერილი წიგნები მოწყობილობაზე ოპერაციული სისტემის დაცვით ინახება.

ცვლილებები

პოლიტიკის მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ აპში წინასწარ შეგატყობინებთ. ბოლოს განახლდა: 2 ნოემბერი, 2026.